Aa
Aa

დუარტე ინფიცირებულია - მან ბოლონიასთან ითამაშა

იტალიური „მილანის“ რიგებში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „როსონერის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ინფიცირებული ბრაზილიელი მცველი ლეო დუარტეა.

„ჩვენი კლუბი ადასტურებს, რომ ფეხბურთელ ლეო დუარტესთვის ჩატარებულმა PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. იგი წესებს იცავს და თვითიზოლაციაში იმყოფება. დუარტეს გარდა, გუნდის ყველა სხვა წევრი სრულიად ჯანმრთელია“.

ლეო დუარტემ უქმეებზე „ბოლონიასთან“ გამართულ მატჩში მოედანზე ბოლო 18 წუთი გაატარა და შემხებლობა არაერთ ფეხბურთელთან ჰქონდა. თუმცა, მილანელთა რიგებში ჯერჯერობით სხვა არავინ დაინფიცირებულა.

„შავ-წითლები“ დუარტეს გარეშე „ბოდო გლიმტთან“ ევროპა ლიგის დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადებიან. ნორვეგიულ კლუბს ოფიციალური მატჩი 1-ლი დეკემბრის შემდეგ არ წაუგია და სერიის გაგრძელებას „სან სიროზე“ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები