Aa
Aa

"ახსნას ვერ ვპოულობ" - დი მარიამ ნაკრების თავკაცი გააკრიტიკა

ანხელ დი მარიამ მის არგენტინის ნაკრებში არგამოძახებაზე საკმაოდ მკაცრი ტონით ისაუბრა და ლიონელ სკალონის გადაწყვეტილება დაიწუნა.

„ახსნას ვერ ვპოულობ და სიტყვები არ მაქვს, რადგან არგენტინის ნაკრები ჩემთვის ყველაფერია. პსჟ-ში ძალიან ბევრს ვშრომობ, რათა ფორმაში ვიყო და ნაკრებში მოხვედრის შანსიც მქონდეს. ამ კონკრეტულ მომენტში კი ჩემი განაცხადს მიღმა დატოვება აბსოლუტურად გაუგებარია.

როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ სურდათ და არ გამომიძახეს, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ, რომ „ალბისელესტეს“ რიგებში“ ისევ მოვხვდე. ბევრი ამბობს, რომ უკვე 32 წლის ვარ, მაგრამ ჩემს თამაშს ასაკი არ ეტყობა, რასაც თითოეულ შეხვედრაში ვამტკიცებ. მოხუცი არ ვარ და შემიძლია იმავე დონეზე ვითამაშო, როგორზეც ნეიმარი და კილიან მბაპე არიან“.

არგენტინის ნაკრების თავკაცმა, ლიონელ სკალონიმ დი მარია ოქტომბრის მატჩებისთვის არ გამოიძახა. „ალბისელესტე“ 8 რიცხვში ეკვადორს უმასპინძლებს, 13-ში კი ბოლივიას ესტუმრება. ორივე თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ჩატარდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ გამოტანილი ვერდიქტის მიხედვით, „მარსელთან“ მომხდარი ინციენტის გამო დი მარიამ საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგისგან 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. არგენტინელმა ვარსკვლავმა მეტოქის მცველ ალვარო გონსალესს შეაფურთხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები