კაჭარავას საგოლე გადაცემა ქუსლით - ლეხმა აპოლონი გაანადგურა
Aa
Aa

კაჭარავას საგოლე გადაცემა ქუსლით - ლეხმა აპოლონი გაანადგურა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა კაჭარავას „ლეხი“ სტუმრად კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 5-0 გაანადგურა. პოლონელებმა პირველი ტაიმი 1-0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში 4 ბურთი შეაგდეს და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ.

კაჭარავამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. ქართველ თავდამსხმელს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია და „ლეხის“ მეხუთე გოლში მონაწილეობაც მიიღო.

92-ე წუთზე კაჭარავამ ქუსლით ტიბას ლამაზი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ბრწყინვალე ცრუმოძრაობებით ჯერ „აპოლონის“ მცველი, ხოლო შემდეგ მეკარე ჩამოიშორა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავას „ლეხი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „შარლელუასა“ და „პარტიზანს“ შორის გამარჯვებულს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები