მოსალოდნელი ტრანსფერი? ფლიკსა და გიოტცეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერი? ფლიკსა და გიოტცეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკი მარიო გიოტცეს დაუკავშირდა და მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

წყაროს ცნობით, ფლიკს გიოტცეს გუნდში დაბრუნება სურს. გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ მის გუნდს თადარიგში ახალი მოთამაშეები სჭირდება, რომლებიც წასულებს ჩაანაცვლებენ. „ბაიერნს“ კი დიდი ტრანსფერებისთვის საკმარისი ფინანსები არ აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნი“ ფელიპე კოუტინიომ, ტიაგო ალკანტარამ და ივან პერიშიჩმა დატოვეს.

პანდემიის მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფლიკმა ობიექტურ ვარიანტს მიაგნო და 28 წლის გიოტცეს გადაბირება სურს, რომელსაც ტრანსფერმარკეტი 10.5 მილიონ ევროდ აფასებს.

როგორც ცნობილია, გიოტცემ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. იგი მზადაა „ბაიერნის“ შეთავაზება მიიღოს და ხელფასის შესაძლო შემცირებაზეც თანახმაა.

"ფული ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ფაქტორად სპორტსმენებს ვთვლი. მე ამბიციური მიზნები მაქვს და მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო". - განუცხადა გიოტცემ Bild-ს.

ამ მომენტისთვის ერთადერთი, რაც ამ გარიგებას აფერხებს „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა გახლავთ, რომელიც გიოტცეს გუნდში დაბრუნების წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე „რეკორდმაისტერში“ 2013-2016 წლებში ასპარეზობდა. 114 მატჩში მის ანგარიშზე 36 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები