Aa
Aa

"ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია" - "სამეფო კლუბის" ოფიციალური განცხადება

ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს მარტინ ოდეგორს კორონავირუსი დაუდასტურდა. საშიშროება იყო, რომ ვირუსი სხვა ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის წევრებს გადასდებოდათ. 

სულ ცოტა ხნის წინ კი "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გვაუწყა, რომ განმეორებითი ტესტის შედეგი უარყოფითია. ნორვეგიელი ფეხბურთელი და კლუბის ყველა თანამშრომელი სრულიად ჯანმრთელია.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა "სოსიედადთან" მატჩისას მინდორზე 69 წუთი გაატარა და არსებობდა შანსი, რომ კოვიდ ინფექცია სხვა ფეხბურთელებსაც დაფიქსირებოდათ.

მადრიდის "რეალმა" ბასკებთან ლა ლიგის პირველი მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა. "ბლანკოსი" მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს სტუმრად "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები