კორონავირუსი - შოთა არველაძე ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - შოთა არველაძე ინფიცირებულია

უზბეკური გამოცემა Tribuna.uz გვამცნობს, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ქართველი ამჟამად თვითიოზლაციაშია. იგი ამ პირობებში 2 კვირას გაატარებს და შესაბამის მკურნალობას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ დღეს 23 სექტემბერს, "ფახთაქორს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს. შოთას შეგირდები ირანის წარმომადგენელ "შაჰრი ხოდრუს" დაუპირისპირდებიან, თუმცა მათ ქართველი თავკაცი სათადარიგოთა სკამიდან ვერ უხელმძღვანელებს.

გუშინ, კორონავირუსის დადგენამდე ქართველმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა: "შაჰრი ხოდრუსთან" მატჩი კლუბისთვის გადამწყვეტია. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ვრჩებით თუ არა გათამაშებაში. წინ დიდი ბრძოლა გველოდება", - განაცხადა არველაძემ.

CrystalSport-ის გუნდი შოთა არველაძეს მალე გამოჯანმრთელებასა და წარმატებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები