Aa
Aa

"ბარსელონამ" პირობა არ შეასრულა - სუარესი აღშფოთებულია

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" წევრი გახდებოდა და შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. დღეს კი სპორტული გამოცემა ESPN ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

სუარესი და "ბარსელონა" შეთანხმდნენ, რომ კლუბი ურუგვაელს "როხიბლანკოში" უფასოდ გაუშვებდა, მაგრამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ პირობა არ შეასრულა და ლუისს უსასყიდულოდ არ გაუშვებს. ამ ყველაფერმა კი ვეტერანი ფეხბურთელი წყობიდან გამოიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია რა განვითარება მოჰყვება ბართომეუს გადაწყვეტილებას და გადაიხდის თუ არა "ატლეტიკო" რაიმე თანხას. შეგახსენებთ იმას, რომ 33 წლის თავდამსხმელი დღეს ახალ სკანდალში გაეხვა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ სუარესმა იტალიის პასპორტის მისაღებად ჩასაბარებელი გამოცდა გააყალბა და მას საგამოცდო კითხვები წინასწარ მიაწოდეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება. ასე, რომ ყველაფერს ნათელი სულ მალე მოეფინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები