რასისტი ნეიმარი? -
Aa
Aa

რასისტი ნეიმარი? - "მარსელს" მტკიცებულებები აქვს

ცნობილი ინციდენტის შემდეგ, რომელიც პსჟ-სა და "მარსელს" შორის მოხდა, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი ალვარო გონსალესს რასიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით ესპანელმა ფეხბურთელმა ბინძური მაიმუნი უწოდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. დღეს კი სპორტული გამოცემა COPE სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის თანახმად ვიგებთ, რომ "მარსელი" ნეიმარს რასიზმში აქეთ ადანაშაულებს. მატჩის მიმდინარეობისას ბრაზილიელმა მოწინააღმდეგე იაპონელ მცველს, ჰიროკი საკაის ჩინური განავალი უწოდა. 

კლუბის მესვეურების განცხადებით, მათ ნეიმარის ნათქვამის მტკიცებულებები აქვთ და სულ მალე გაასაჯაროებენ. სიტუაცია მართლაც დაძაბულია და ჯერჯერობით ვერცერთი მხარე ვერაფერზე თანხმდება. 

შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდისა და "მარსელის" შეხვედრა, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩის მიწურულს კი მოედანზე ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები