მალდინი და
Aa
Aa

მალდინი და "მილანი" დააჯარიმეს!

ერთ-ერთი იტალიური გამოცემა გვამცნობს, რომ პაოლო მალდინი და "მილანი" დააჯარიმეს. იტალიელ ლეგენდას 7 000 ევროს გადახდა დააკისრეს, ხოლო "როსონერის" 3000.

ამ ყველაფრის მიზეზი კი "ლაციოსა" და "მილანს" შორის 4 ივლისს გამართული მატჩია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მალდინი, მსაჯებისთვის განკუთვნილ ოთახში, სპეციალური დამცავი პირბადის გარეშე შევიდა, რაც ჯანმრთელობის პროტოკოლის დარღვევაა.

მატჩის ორგანიზატორმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, პაოლოს სასამართლოში უჩივლა და როგორც უკვე მოგახსენეთ დღეს გაირკვა, რომ მალდინი სასამართლომ 7 000 ევროთი დააჯარიმა, კლუბი კი 3000-ით.

განცხადებაში ნათქვამია: "მსაჯებისთვის განკუთვნილ ოთახში სხვა ნებისმიერ პიროვნებას ეკრძალება შესვლა, მითუმეტეს ისეთ ფიგურას, როგორიც პაოლო მალდინია. ის ვალდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაწესებული მითითებები პირნათლად შეასრულოს"

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მატჩში "ლაციო" "მილანთან" 0:3 დამარცხდა. გოლები იბრაჰიმოვიჩმა, ჩალჰანოღლუმ და რებიჩმა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები