ლადო ხინჩეგაშვილმა აშშ-ს ამომავალი ვარსკვლავი დაამარცხა
Aa
Aa

ლადო ხინჩეგაშვილმა აშშ-ს ამომავალი ვარსკვლავი დაამარცხა

ნიუ იორკში საქველმოქმედო ტურნირი "Beat the Streets" გაიმართა, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ამერიკელების ამომავალ ვარსკვალვს იანი დიაკომიჰალისს დაეჭიდა.

შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ხინჩეგაშვილმა ორჯერ შეძლო მეტოქის გადაყვანა პარტერში და უკეთესი ტექნიკური შეფასებით გაიმარჯვა.

ამერიკელები ყოველწლიურად აწყობენ მსგავსი ტიპის შოუებს ღია ცის ქვეშ რომელიც ამჯერად მაყურებლების გარეშე ჩატარდა, დღის მთავარი შეხვედრა კი ყველა უმაღლესი ტიტულის მფლობელის ლადო ხინჩეგაშვილს და მასპინძელი 21 წლის დიაკომიჰალისის დაპირისპირება გამოდგა,რომელსაც ამერიკელები ტოკიოს ოლიმპიადისთვის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ (65 კგ).

აღსანიშნავია რომ 2016 წელს თბილისში დიაკომიხალისმა ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობა და იგი სწორედ ხინჩეგაშვილმა დააჯილდოვა. წინა წელს კი ამერიკელმა აქვე ღია ცის ქვეში ინდოელ მსოფლიო პრიზიორ ბაირანგ პუნიას მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები