ოფიციალურად - ვიდალი
Aa
Aa

ოფიციალურად - ვიდალი "ინტერის" ფეხბურთელია

არტურო ვიდალი ოფიციალურად "ინტერის" ფეხბურთელია. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა. ჩილელი ფეხბურთელი და ანტონიო კონტე კვლავ ერთად იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ ისინი ტურინის "იუვენტუსისთვის" ირჯებოდნენ ერთად.

ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები არ გასაჯაროებულა და არავინ იცის რამდენ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი არტურომ.  ჩილელი ფეხბურთელის მდგომარეობა "ბარსაში", რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ დამძიმდა. ნიდერლანდელმა ვიდალს განუცხადა, რომ ის კლუბის ახალ პროექტში საჭირო აღარ იქნებოდა და გუნდის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელით ანტონიო კონტე დაინტერესდა და როგორც ხედავთ "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ, იტალიელ სპეციალისტს თხოვნა შეუსრულა. არტურომ კი თავისმხრივ "ბარსასთან" კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მას კატალონიელებთან კიდევ 1 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები