სუარესი გამოიჭირეს - ურუგვაელმა ენის გამოცდები გააყალბა
Aa
Aa

სუარესი გამოიჭირეს - ურუგვაელმა ენის გამოცდები გააყალბა

იტალიური გამოცემა ANSA ლუის სუარესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ურუგვაელმა თავდამსხმელმა იტალიური ენის გამოცდა თაღლითური მეთოდით ჩააბარა. როგორც ცნობილი ხდება, სუარესს საგამოცდო კითხვები წინასწარ მიაწოდეს. 

ჯერჯერობით უცნობია, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იტალიის საელჩოს კომისიამ გამოძიება დაიწყო და დამნაშავე მკაცრად დაისჯება. საბოლოოდ, 33 წლის ფეხბურთელმა B1 დონის სერთიფიკატი მაინც აიღო, მაგრამ არაფერში აღარ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელს ტურინის "იუვენტუსი" ეპატიჟებოდა და იტალიური პასპორტის ასაღებად, იტალიური ენის გამოცდის ჩაბარება სჭირდებოდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, სუარესი მადრიდის "ატლეტიკოში" გადადის, ხოლო "ბებერმა ქალბატონმა" ალვარო მორატა შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები