რამოსის იდეა -
Aa
Aa

რამოსის იდეა - "რეალს" თავისი ფეხბურთელები ფინანსურად დაეხმარებიან

სპორტული გამოცემა COPE "სამეფო კლუბის" ფეხბურთელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველა გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად გავლენა იქონია. გამონაკლისი არც "რეალია."

ამას ისიც ადასტურებს, რომ მადრიდელებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე არცერთი ფეხბურთელი არ შეიძინეს. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ძირითადი გუნდის 25 ფეხბურთელი, კლუბს 1 მილიონი ევროთი დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მათ ხელფასის სახით არ მიუღიათ. გასულ სეზონში "ბლანკოსმა" ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. ამ ორი ტიტულის მოგებით ფეხბურთელებმა 1 მილიონიანი ბონუსი მიიღეს. 700 000 ევრო ლა ლიგისთვის, ხოლო 300 000 სუპერ თასისთვის.

სპორტსმენები, სწორედ ამ დამატებით ბონუსს დაუბრუნებენ კლუბს და ასე გუნდის ბიუჯეტი მეტნაკლებად შეივსება. იდეის ავტორი სერხიო რამოსი გახლავთ, რომელმაც უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ნათლად დაანახა კლუბის ფინანსური მდგომარეობა და უარი არცერთ მათგანს არ უთქვამს. ამრიგად მადრიდის "რეალი" დამატებით 25 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 13 გზის გამარჯვებულმა, ლა ლიგის პირველ ტურში, "სოსიედადის" წინააღმდეგ ფრედ 0:0 ითამაშა. მომდევნო მატჩს ზიდანის შეგირდები 26 სექტემბერს, სტუმრად "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები