არასტაბილური ტოჩინოშინი: ქართველი გოლიათი მიტაკეუმთან დამარცხდა
Aa
Aa

არასტაბილური ტოჩინოშინი: ქართველი გოლიათი მიტაკეუმთან დამარცხდა

„აკი ბაშოს“ მე-10 დღეს ექს-ოძეკის, ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი გახლდათ. შეხვედრა მიტაკეუმის გამარჯვებით დასრულდა.

ტოჩინოშინი მავაშში ჩავლების აღებას არ შეეცადა, საკმაოდ ინერტული იყო და მიტაკეუმიმ იორიკირის ილეთით ქართველს სძლია.

10 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა მხოლოდ 4 მოიგო და 6 შეხვედრაში დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრამდე მათი განვლილი 12 დაპირისპირებიდან ქართველი გოლიათის გამარჯვებით 8 დასრულდა და 4 შეხვედრაში მიტაკეუმიმ იმარჯვა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიტაკეუმის სასარგებლოდ 5 მოგებაა.

"აკი ბაშოს'' მე-11 დღეს ლევან გორგაძე კომოსუბი ენდოს შეხვდება. რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს, 12 შეხვედრის შემდეგ თანაფარდობაა - 6:6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები