Aa
Aa

ტრაგედია - იტალიელი მსაჯი მეგობარ გოგონასთან ერთად სახლში დანით მოკლეს

იტალიურ ფეხბურთში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. 33 წლის მსაჯი დანიელე დე სანტისი მეგობარ გოგონასთან ერთად საკუთარ სახლში დანით მოკლეს. ფაქტი ლეჩეში ორშაბათს საღამოს მოხდა.

La Repubblica-ს ინფორმაციით, მეზობლებმა შეამჩნიეს, როგორ გარბოდა სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბოროტმოქმედი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა.

ახალგაზრდა მსაჯი და მისი მეგობარი გოგონა, 30 წლის ელეონორა მანტა დაჭრილები იყვნენ, მაგრამ მალევე გარდაიცვალნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა დე სანტისის სამსაჯო საქმიანობას.

დანიელე დე სანტისი იტალიის სერია C-სა და სერია B-ს შეხვედრებს სჯიდა. ქვეყნის რანგით მე-2 დივიზიონში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. მისი კარიერის უკანასკნელი მატჩი „კოზენცა“-„პიზა“ გამოდგა. თამაში 24 ივლისს ჩატარდა და დე სანტისი მე-4 არბიტრის ფუნქციას ასრულებდა. იქამდე კი 13 ივლისს გამართულ „კარპისა“ და „ნოვარას“ შეხვედრის მთავარი მსაჯი გახლდათ.

ახალგაზრდა რეფერიმ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში 130 ოფიციალური შეხვედრა განსაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები