Aa
Aa

"ბენჯამინ ბატონივით ვარ, ამიტომ რეალურად შემაფასეთ" - იბრა ფორმაშია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ბოლონიასთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და საკუთარი თავი ბენჯამინ ბატონს კიდევ ერთხელ შეადარა.

„თავს მშვენივრად ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და შრომას ვაგრძელებ. ეს მხოლოდ მეორე ოფიციალური მატჩი იყო, ჩვენ მოვიგეთ და ორი გოლი გავიტანე, მაგრამ კიდევ მეტის გატანა შემეძლო. 20 წლის რომ ვიყო, მინიმუმ ორით მეტს შევაგდებდი. ბენჯამინ ბატონივით ვარ, მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები.

მომწონს, როცა პასუხისმგებლობა მეკისრება და ყველაზე დიდი წნეხი ჩემზე მოდის. არ მსურს, ვინმემ ჩემს ასაკზე ილაპარაკოს, მინდა, რომ რეალურად შემაფასონ და არა იმ ფონზე, რომ 38 წლის ვარ.

ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, რაღაც შეცდომები გვქონდა, თუმცა ეს საწყის მატჩებში ჩვეულებრივი ამბავია. მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ, რადგან ჩვენი მიზანია, გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. ამისთვის საჭიროა, თავდაჯერებულები ვიყოთ და თითოეული მატჩი ფინალივით ვითამაშოთ“.

პირველი სათამაშო უქმეების შემდეგ „იბრა“ სერია A-ს ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა. „მილანმა“ კი „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა და ხუთშაბათს გასამართ „ბოდო გლიმტთან“ მატჩითვის მოემზადება, შემდეგ კი ისევ ჩემპიონატის ეგიდით „კროტონეს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები