„ვამაყობ, რომ ამ კლუბის მაისურს ვატარებდი“ - ვიდალი ბარსელონას დაემშვიდობა
Aa
Aa

„ვამაყობ, რომ ამ კლუბის მაისურს ვატარებდი“ - ვიდალი ბარსელონას დაემშვიდობა

ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, რომელიც უდიდესი ალბათობით, კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს, „ბარსელონას“ დაემშვიდობა. 33 წლის ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ბლაუგრანას“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„დღეს ვემშვიდობები ბარსელონას. კლუბს, რომლის რიგებშიც ორი დაუჯერებელი წელიწადი გავატარე. ვამაყობ იმით, რომ ამ კლუბის მაისურს ვატარებდი და დიადი ფეხბურთელებისა და ძალიან კარგი ადამიანების მხარდამხარ ვთამაშობდი.

მინდა, რომ ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, კლუბის პერსონალსა და შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემ მიმართ ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდნენ, მადლობა გადავუხადო. დღეს, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, მაგრამ თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. შეხვედრამდე! გაუმარჯოს ბარსელონას“!

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ჩილელი „ბლაუგრანას" 2018 წელს ერნესტო ვალვერდეს მოთხოვნით შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 96 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები