კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემად - სპორტინგმა თავის აკადემიას სახელი შეუცვალა
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემად - სპორტინგმა თავის აკადემიას სახელი შეუცვალა

პორტუგალიურმა „სპორტინგმა“ საკუთარ საფეხბურთო აკადემიას სახელი შეუცვალა და ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი მიანიჭა. „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავმა კარიერის პირველი ნაბიჯები სწორედ ლისაბონურ კლუბში გადადგა და „სპორტინგის“ ხელმძღვანელებმა მისთვის პატივის მიგება გადაწყვიტეს.

„სპორტინგისთვის დიდი პატივია გაცნობოთ, რომ კლუბის აკადემიას სახელი გადაერქვა და ამიერიდან მას კრიშტიანუ რონალდუს აკადემია ეწოდება. გუნდი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ შექმნა, პატივს მიაგებს მოთამაშეს, რომელიც პორტუგალიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მსოფლიოში ნომერ პირველია, ოქროს ბურთი 5-ჯერ მოიგო და ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატებებისას უკაპიტნა.

კრიშტიანუ ლეონინას ოჯახს 1997 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა. 2002 წლის 14 აგვისტოს, 17 წლის ასაკში მან ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. აკადემია უკვდავყოფს იმ ადამიანის სახელს, რომელიც უდიადესი სიმბოლო გახდა და ახალგაზრდებისთვის შთაგონების წყარო იქნება“, - წერია „სპორტინგის“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს რონალდუ „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, სადაც 2009 წლამდე ასპარეზობდა. „ოლდ ტრაფორდიდან“ იგი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აღმოჩნდა და 2018 წელს „იუვენუტსს“ მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები