საქართველოს თასი - თბილისურ დერბიში
Aa
Aa

საქართველოს თასი - თბილისურ დერბიში "საბურთალომ" იმარჯვა

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის ბოლო 2 შეხვედრა თბილისსა და ივაწმინდაში გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისური დერბი გაიმართა,

თასის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპრიდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 

შეხვედრის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა გაიტანა.

მომდევნო ეტაპზე „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

ივაწმინდაში გამართული მატჩში კი „ჩიხურა“ თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდა.

საჩეხერელებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალშ გავიდნენ.

შეხვერდაში გოლები გეორგი ბერეზოვმა და ომარ იმრანმა გაიტანეს.

მომდევნო ეტაპზე საჩხერული კლუბი „თბილისი სიტის“ დაუპირისპირდება. 

ასევე თასის მეოთხედფინალში „გაგრა“ გორის „დილას“,ხოლო „სამგურალი“ „თელავს“ შეხვდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 26-28 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები