ექიმები ტრიბუნაზე - მილანის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

ექიმები ტრიბუნაზე - მილანის ღირსეული ჟესტი

დღეს სერია ა-ში "მილანი" პირველ შეხვედრას გამართავს. "როსონერი" "სან სიროზე" "ბოლონიას" უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას football italia ავრცელებს.

როგორც ცნობილია იტალიაში სტადიონზე ხალხის გარკვეული რაოდენობის დაშვება გადაწყვიტეს. "მილანის" მატჩზე 1000 ადამიანს შეუშვებენ და პირველები სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები იქნებიან. იტალიური გრანდის ხელმძღვანელობამ ექიმებისთვის მადლობის გადახდა ამ ფორმით გადაწყვიტა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკოსების გარდა ტრიბუნაზე, ფეხბურთელების ოჯახის წევრები, კლუბის სპონსორები და პარტნიორები დაიშვებიან. ისინი სტადიონზე სამი სხვადასხვა შესასვლელიდან შევლენ და წინასწარ ჩაიტარებენ კორონავირუსის ტესტს. ამით "სან სირო" კოვიდ ინფექციისგან მთლიანად დაცული იქნება.

შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" წინა სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და "ევროპის ლიგის" საგზური მოიპოვა. დღევანდელი მატჩი კი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები