ზიდანს
Aa
Aa

ზიდანს "რეალში" კოუტინიოს ხილვა სურს

ესპანური პრესის თქმით, "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს, თავის გუნდში "ლივერპულის" შემტევის, ფილიპე კოუტინიოს ხილვა სურს. 

Diario Gol-ის მტკიცებით, ფრანგ სპეციალისტს იგი ხამესის შემცვლელად ესახება, რომელიც როგორც ცნობილია, კლუბის დატოვებას აპირებს. მისივე ინფორმაციით, ზიდანი ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც შეხვდა და ტრანსფერის სარგებლიანობა აუხსნა. 

საინტერესოა ისიც, რომ თურმე "ზიზუს" ბრაზილიელის თამაში ჯერ კიდევ "ვასკოდან" ახსოვს და მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს.

რაც შეეხება ხამესს, არაერთხელ დაიწერა, რომ ის "სამეფო კლუბის" მწვრთნელის გეგმებში არ ჯდება და კლუბის დატოვება მოუწევს. 

კოლუმბიელს "რეალთან" შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ მადრიდული კლუბი ახალი ფეხბურთელების რეგისტრირებას მომდევნო 2 სატრანსფერო (ზამთრის და ზაფხულის) ფანჯრისას ვერ შეძლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები