Aa Aa
21 სექტემბერი 2020  |  14:00

მამუკა გორგოძე - " საქართველოს რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული გადაცემის „ტაიმაუტის“ სტუმარი ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე იყო.

საფრანგეთში გატარებული 15 წელის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა მამუკა გორგოძემ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

მამუკა გორგოძე: „მე ყოველთვის მზად ვარ, რომ რაგბის გვერდით დავდგე. რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები  – რაგბის სამყაროსთვის თუ რამე შემიძლია, თუ რამე გამოცდილება მაქვს. არ არის მნიშვნელოვანი იყო რამე პოსტზე, გვერდიდან ყოველთვის მზად ვარ, თუ კი ვინმეს რამე დასჭირდება, ან ჩემი რჩევა, ან ჩემი აზრის გაზიარება, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. ყველას ისე ჰგონია, რომ აუცილებლად თანამდებობაზე უნდა იყოს, ყველას სკამი უნდა, პირველობა უნდა. მე არ ვარ ასეთი ამბიციური, მე საქმეში ვარ ამბიციური. მაქსიმალისტი ვარ საქმეში და მიმაჩნია, რომ პოსტის მიუხედავად, შეგიძლია შენი ქვეყნისა და რაგბის სამსახურში იყო. როცა ამბიციებსა და პირველ კაცობას დავივიწყებთ, ყველა გავერთიანდებით რაგბის დასახმარებლად, დიდი და პატარა ერთ ნავში ჩავსხდებით და ერთი მიმართულებით წავალთ, მაშინ იქნება პროგრესი. პირადი ამბიციები რაგბის განვითარებას ვერ წაადგება“.

შეგახსენებთ,რომ მამუკა გორგოძე საფრანგეთში "მონპელიესა" და "ტულონში" ასპარეზობდა, სადაც 270 შეხვედრა გამართა.

ეროვნულ ნაკრებში კი გორგოძემ 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბორჯღალოსნებთან ერთად 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში