Aa
Aa

ბარსელონა დესტის ტრანსფერში პუჩის ჩართვას გეგმავს

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ შესაძლოა თავისი ნიჭიერი შუახაზელი რიკი პუჩი ამსტერდამის „აიაქსში“ გაანათხოვროს.

წყაროს ცნობით, რონალდ კუმანი პუჩის „აიაქსში“ 1 წლიანი იჯარით გაშვებას ითხოვს. მწვრთნელის თქმით, 21 წლის ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რასაც ის „ბარსელონაში“ ვერ მიიღებს, ამსტერდამელებს კი იდეალურად მოერგება.

ასევე ცნობილია, რომ „ბარსა“ „აიაქსის“ 19 წლის მარჯვენა მცველის სერჟინიო დესტის გაფორმებას გეგმავს და შესაძლოა ხსენებულ ტრანსფერში სწორედ რიკი პუჩიც ჩართონ.

უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებმა ოფიციალური სახე უნდა მიიღოს. ყველაფერი ნელსონ სემედუს „ვულვზში“ ტრანსფერზეა დამოკიდებული, რადგან კატალონიელებს საკმარისი თანხა არ აქვთ და პორტუგალიელის 40 მილიონად გაყიდვის შემდეგ, „ბარსა“ მოთამაშეთა დამატებას დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები