ჰენკას უშედეგო მცდელობა და ტოჩინოშინის მარცხი ოძეკის წინააღმდეგ
Aa
Aa

ჰენკას უშედეგო მცდელობა და ტოჩინოშინის მარცხი ოძეკის წინააღმდეგ

„აკი ბაშოს“ მე-9 დღეს, ლევან გორგაძე ასანოიამას დაუპირისპირდა, რომელიც ოძეკის წოდებისაა. ლევანი მას სულ 5-ჯერ შეხვდა - 2-ჯერ მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლის დაწყებისას ჰენკას ილეთის გამოყენება სცადა და მიზანს თითქმის მიაღწია კიდეც, თუმცა ასანოიამამ თავი შეიმაგრა და ლევანს ქამარშიც ჩაავლო, შემდეგ ძალით აშკარად აჯობა და უვატენაგეს ილეთის შედეგად ქართველი რიკიში დოჰიოზე დააგდო.

ამ მარცხის შემდეგ ლევანს ბალანსი 4:5-ზე აქვს და დარჩენილი 6 ბრძოლიდან მას 4-ის მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

ტურნირის მე-10 დღეს ლევანის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, რომელსაც ჯამში 12-ჯერ შეხვდა და 8-ჯერ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები