Aa
Aa

"გუნდი სწორი მიმართულებით მიდის" - კლოპის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

პრემიერ ლიგის მე-2 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "ჩელსი" 0:2 დაამარცხა. საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე კლოპს მეორე ცენტრალური მცველი არ ჰყავდა და ვირჯილ ვან დაიკს ფაბინიო შეუწყვილა, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა.

"მანეს, რომ ორი გოლი არ გაეტანა, ვფიქრობ ფაბინიო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. მე მას პოზიცია შევუცვალე და მისი თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი. ბრაზილიელმა არაერთხელ გადაგვარჩინა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ფაბინიომ მეტოქეს 12-ჯერ წაართვა ბურთი, გააკეთა 89 პასი და აქედან 86 ზუსტი იყო. რაც შეეხება მანეს, ის მთელი შეხვედრის მანძილზე ბრწყინვალედ მოქმედებდა . ბედნიერი ვარ, რომ გუნდში სადიოსნაირი ფეხბურთელი მყავს. პირველ ტაიმში სენეგალელი თითქოს ამოკეტეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იდეალურად მოხდა.

პირველი გოლი საფეხბურთო შედევრი იყო. ჩემმა ბიჭებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს. რაც შეეხება მეორეს, კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ მანე. ვგრძნობ, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. წინ საინტერესო სეზონი გველოდება." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელები" პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს, 28 სექტემბერს "ენფილდზე" არსენალის წინააღმდეგ გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები