დღეს, ვიდალი ინტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
Aa
Aa

დღეს, ვიდალი ინტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

როგორც ჩანს, არტურო ვიდალის სატრანსფერო საგა სრულდება და ჩილელი უახლოეს საათებში მილანის „ინტერის“ მოთამაშე გახდება.

Sky Sports-ის ცნობით, ვიდალი მილანში დღეს უნდა ჩაფრინდეს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

„ბარსა“ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბლაუგრანას“ უკვე მეორე მოთამაშე ტოვებს. ივან რაკიტიჩის შემდეგ ვიდალიც მიდის, თუმცა კლუბს მათი ტრანსფერებიდან დიდი თანხა არ გამოუმუშავებია.

რონალდ კუმანს ახალი ნახევარმცველი სჭირდება, თუმცა „ბარსელონას“ საკმარისი ფული არ აქვს და მოსალოდნელია, რომ „კამპ ნოუს“ დატოვება კიდევ ვინმეს მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ვიდალმა „ბარსას“ რიგებში 96 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები