მოურინიო ლინგარდს ითხოვს - ტრანსფერი რეალურია
Aa
Aa

მოურინიო ლინგარდს ითხოვს - ტრანსფერი რეალურია

დეილის სტარის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინგლისელი შემტევის ჯესი ლინგარდის გაფორმებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, „დეზები“ მზად არიან 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმონ.

ტრანსფერის მომხრე გახლავთ ჟოზე მოურინიო, რომელიც თავისი ყოფილი მოთამაშის დამატებას ითხოვს. „ტოტენჰემი“ ლინგარდის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

მიმდინარე სეზონში ოლე გუნარ სულშერისთვის ლინგარდი გეგმებში აღარ შედის. გუნდში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ჯესისთვის შემადგენლობაში ადგილი აღარ რჩება და აქედან გამომდინარე კლუბი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ლინგარდმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში 207 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები