ოფიციალურად: იუნდერი პრემიერ ლიგაში იჯარით ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად: იუნდერი პრემიერ ლიგაში იჯარით ითამაშებს

თურქული შემტევი ჩენგიზ იუნდერი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. 23 წლის მოთამაშე 2017 წლიდან ‘‘რომას’’ საკუთრებაა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ‘‘ლესტერში’’ ითამაშებს. ინფორმაცია ‘‘მელიების’’ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

შეთანხმების მიხედვით 2021 წლის ზაფხულში ინგლისურ კლუბს თურქის გამოსყიდვის უფლება აქვს.

იუნდერმა ‘‘მელიების’’ ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის დიდებული შესაძლებლობაა ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში. ასევე აღნიშნა, რომ მისი სისწრაფის ხარჯზე თანაგუნდელებისთვის საგოლე მომენტების შექმნას ეცდება.

ახალ კლუბში იუნდერს ადაპტაციაში მისი თანამემამულე და მეგობარი, ცენტრალური მცველი ჩაგლარ სოიუნჯუ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები