ოფიციალურად - ბეილი იჯარით, ხოლო რეგილიონი გაიყიდა
Aa
Aa

ოფიციალურად - ბეილი იჯარით, ხოლო რეგილიონი გაიყიდა

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გარეთ ბეილი და რეგილიონი "ტოტენჰემის" ღირსებას დაიცავენ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ბეილის სხვა გუნდში წასვლის საკითხი და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. უელსელი "დეზებში" 1 წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა "სამეფო კლუბის" მხრიდან გარეთის ხელფასის გადახდის სურვილის თაობაზე და ანაზღაურებას მთლიანად ისინი დაფარავენ. უელსელი ახალ კლუბში 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ბეილმა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 251 შეხვედრა ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რეგილიონს, ახალგაზრდა ესპანელით უამრავი გუნდი ინტერესდებოდა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და თავად "სევილია". საბოლოოდ კი 23 წლის მარცხენა მცველი ლონდონში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

სერხიო რეგილიონმა გასული სეზონი სევილიაში გაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ესპანელმა კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ლოპეტეგის ხელში სერხიომ 38 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ესპანელ მცველს მადრიდის "რეალში" თავის გამოჩენის საშუალება, სწორედ ლოპეტეგმა მისცა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები