Aa
Aa

"ის რეალისთვის განსაკუთრებულია" - ზიდანმა ბეილზე ისაუბრა

როგორც ცნობილია გარეთ ბეილსა და "ტოტენჰემს" შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. სხვადასხვა სპორტულ გამოცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ უელსელი ყოფილ კლუბს იჯარის წესით უბრუნდება. ამასთან დაკავშირებით მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.

"ჯერჯერობით ბეილთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ "ტოტენჰემში" დაბრუნებასთან ახლოს არის. თუ ის დაგვტოვებს, მე მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. გარეთი "რეალისთვის" განსაკუთრებული ფეხბურთელი არის. ყველამ კარგად იცის, თუ რა გააკეთა მან "ბლანკოსისთვის."

უელსელთან არანაირი პრობლემა არ მქონია, უბრალოდ რამდენჯერმე მისმა საქციელმა გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. მეტს ვერაფერს გეტყვით. ბეილი ჯერ კიდევ ჩვენი ფეხბურთელია და მეტს ამ საკითხზე არ ვისაუბრებ." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი მადრიდის "რეალს" 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 251 შეხვედრა ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები