ოფიციალურად: ბერტრანდ ტრაორე ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა
Aa
Aa

ოფიციალურად: ბერტრანდ ტრაორე ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა

‘‘ასტონ ვილამ’’ ბერტრანდ ტრაორეს გადაბირება ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი სატრანსფერო თანხას არ ასაჯაროებს.

Sky Sports-ის ცნობით ლიონმა 25 წლის შემტევის სანაცვლოდ 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო, თუმცა შესაძლოა საბონუსე სისტემიდან გამომდინარე ფრანგული კლუბის ანგარიშზე კიდევ 2 მილიონი ჩაირიცხოს, რაც ფეხბურთელის პროდუქტიულ თამაშზეა დამოკიდებული.

ტრაორეს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს. 2014-17 წლებში ‘‘ჩელსის’’ შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. მას ასევე უთამაშია ვიტესსა და აიაქსში. ასტონ ვილაში გადაბარგებით ტრაორეს პრემიერ ლიგაში შესაძლებლობების დამტკიცების შესანიშნავი შანსი გაუჩნდა.

მას ფორვარდისა და გარემარბის პოზიციებზე თამაშის გამოცდილება აქვს. ის ბურკინა ფასოშია დაბადებული და ამავე ქვეყნის ეროვნულ გუნდში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები