შესაძლო გაცვლა: პერიშიჩი - ოლდ ტრაფორდზე, სმოლინგი ინტერში
Aa
Aa

შესაძლო გაცვლა: პერიშიჩი - ოლდ ტრაფორდზე, სმოლინგი ინტერში

ბრიტანული მედიის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედი ივან პერიშიჩს დაუკავშირდა. ინგლისურ კლუბსა და ხორვატს შორის ტრანსფერის თაობაზე საუბარი შედგა. მანჩესტერული გრანდის ხელმძღვანელები მზად არიან კრის სმოლინგი მილანურ კლუბს დაუთმონ და სანაცვლოდ პერიშიჩი დაიმატონ.

იტალიური მედიის ცნობით 31 წლის ფორვარდის დამატება ბუნდესლიგის კლუბებს, ‘‘ლაიფციგს’’, ლევერკუზენის ‘‘ბაიერსა’’ და ბერლინის ‘‘ჰერტას’’ სურთ, თუმცა ამ ეტაპზე მისი ‘‘ოლდ ტრაფორდზე’’ გადაბარგების შანსი ყველაზე რეალურია.

პერიშიჩი ‘‘წითელ ეშმაკებთან’’ მოლაპარაკებას წარსულშიც აწარმოებდა, როცა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები