ჟოტა ლივერპულს უახლოვდება - თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია
Aa
Aa

ჟოტა ლივერპულს უახლოვდება - თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია

ტიაგო ალკანტარას გაფორმების შემდეგ, „ლივერპული“ მეორე ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.

Goal-ის ცნობით, „მერსისაიდელები“ 45 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ პორტუგალიელ შემტევს გაიფორმებენ. წყარო წერს, რომ „ვულვზი“ გარიგების წინააღმდეგი არ არის და მალე ყველაფერი გაოფიციალურდება.

როგორც ცნობილია ჟოტა „ლივერპულთან“ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბრიტნაული პრესის ცნობით, იურგენ კლოპი ჟოტას დიდი გულშემატკივარია და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მისი მთავარი სამიზნე სწორედ პორტუგალიელი იყო. „ლივერპულს“ ისმაილა სარისაც უკავშირებდნენ, თუმცა „წითლებმა“ არჩევანი „ვულვზის“ ფეხბურთელზე შეაჩერეს.

გასულ სეზონში ჟოტამ „მგლების“ მაისურით 48 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 16 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები