ლევანდოვსკი თალღითობაში დაადაანაშაულეს და სასამართლოში უჩივლეს
Aa
Aa

ლევანდოვსკი თალღითობაში დაადაანაშაულეს და სასამართლოში უჩივლეს

გერმანული ''შპიგელის'' ცნობით მიუნხენის ''ბაიერნის'' ვარსკვლავი რობერ ლევანდოვსკი თაღლითობაში დაადანაშაულეს. ლევანდოვსკის მისი ყოფილი მრჩეველი და პოლონეთის ეროვნული გუნდის ექს-ფეხბურთელი ცეზარი კუხარსკი დაუპირისპირდა.

მან ლევანდოვსკის ვარშავის საოლქო სასამართლო უჩივლა. კუხარსკის სარჩელის მიხედვით ლევანდოვსკიმ და მისმა მაუღლემ თავიანთი მარკეტინგული კომპანიიდან RL Management-დან უკანონოდ გაიტანეს 9 მილიონი ევრო. კუხარსკის თქმით უკანონო ოპერაცია ლევანდოვსკის არაერთხელ განუხორციელებია.

ამასთან ერთად გერმანული მედიის ინფორმაციით აღნიშნული თანხა ლევანდოვსკის ანგარიშზე გერმანიის საგადასახადო ორგანოების გვერდის ავლით გადაირიცხა, რაც ასევე კანონდარღვევაა.

პოლონურ მედიაში რობერტ ლევანდოვსკის კომენტარიც გავრცელდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა სარჩელს უსაფუძვლო უწოდა. პოლონელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ კუხარსკი ამ ნაბიჯით მის მიმართ შანტაჟის განხორციელებას ცდილობს. წლების განმავლობაში კუხარსკი ლევანდოვსკის აგენტი იყო, თუმცა შემდეგომში მათი გზები გაიყო და საქმე სასამართლომდე მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები