ლიონი მზადაა პაკეტას სანაცვლოდ მილანს დეპაი დაუთმოს
Aa
Aa

ლიონი მზადაა პაკეტას სანაცვლოდ მილანს დეპაი დაუთმოს

„ლიონის“ ფეხბურთელი, მემფის დეპაი შესაძლოა, „მილანში“ გადავიდეს. რამდენიმე იტალიური და ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ ლიონელები ლუკას პაკეტას გადაბირებით ინტერესდებიან და მიზნის მისაღწევად მზად არიან ნიდერლანდელს შეელიონ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ლიონი“ თანახმაა დეპაი, რომელიც გაისად თავისუფალი აგენტი ხდება, ბრაზილიელის ტრანსფერში ჩართოს. „შავ-წითლების“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ არის ვარაუდი, რომ მილანური გრანდი „ლიონის“ შეთავაზებაზე უარს არ იტყვის.

დეპაის დიდი ხნის განმავლობაში „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ კატალონიელებს მისი ტრანსფერის გასაჩარხად საჭირო ფინანსური რესურსი არ აღმოაჩნდათ.

შეგახსენებთ, რომ დეპაიმ ფრანგული კლუბის რიგებში 139 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები