ლივერპული და მან. იუნაიტედი ისმაილა სარისთვის იბრძვიან
Aa
Aa

ლივერპული და მან. იუნაიტედი ისმაილა სარისთვის იბრძვიან

პრემიერ ლიგის გრანდებს, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ „უოტფორდის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, ისმაილა სარის გადაბირება სურთ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები 22 წლის შემტევის გაფორმებით სერიოზულად ინტერესდებიან . „ლივერი“ „კრაზანებს“ უკვე დაუკავშირდა და სარის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. „წითელ ეშმაკებს“ რაც შეეხებათ, independent იტყობინება, რომ „მანჩესტერი“ მზადაა, თავის მოსისხლე მტერს კონკურენცია გაუწიოს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „უოტფორდთან“ კონტაქტი „ოლდ ტრაფორდელებსაც“ ჰქონდათ და სარის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს. „კრაზანები“ სენეგალელის სანაცვლოდ მინიმუმ 36 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ და როგორც Daily Mail, ისე independent წერს, რომ ეს თანხა სენეგალელის ორივე მსურველს ეძვირება.

სარი „უოტფორდს“ გასულ აგვისტოს შეუერთდა და გუნდმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. „კრაზანების“ რიგებში მან 5 ბურთი შეაგდო და აქედან ორი სწორედ „ლივერპულს“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები