Aa Aa
18 სექტემბერი 2020  |  17:57

ხედირა ოლდ ტრაფორდზე? - პირლოს გეგმებში გერმანელი არ შედის

ბრიტანული მედიის ცნობით ‘‘მანჩესტერ იუნაიტედი’’ სამი ხედირას გადაბირებითაა დაინტერესებული. ‘‘იუვენტუსის’’ მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს გეგმებში 33 წლის ნახევარმცველი არ შედის და კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა განიხილება. თუ მხარეები ხელშეკრულებას გაწყვეტენ, ხედირა ‘‘ოლდ ტრაფორდზე’’ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება და ინგლისურ კლუბს ფინანსების დახარჯვა არ მოუწევს.

ხედირას ‘‘შტუტგარტსა’’ და მადრიდის ‘‘რეალში’’ უთამაშია. მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასდროს უასპარეზია. 2015 წლიდან ‘‘იუვენტუსის’’ ღირსებას იცავს.

გასულ სეზონში ხედირამ სერია ა-ში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, მაურიციო სარი მოთამაშეს არ ენდობოდა, თუმცა ფეხბურთელის უთამაშებლობა ტრავმებითაც აიხსნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში