ინტერი პერიშიჩის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს: ხორვატი ბუნდესლიგაში ბრუნდება?
Aa
Aa

ინტერი პერიშიჩის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს: ხორვატი ბუნდესლიგაში ბრუნდება?

Football italia-ს ცნობით ბუნდესლიგის კლუბებს მილანის ‘‘ინტერის’’ შემტევის, ივან პერიშიჩის გადაბირება სურთ. ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებულნი არიან ‘‘ლაიფციგი’’, ლევერკუზენის ‘‘ბაიერი’’ და ბერლინის ‘‘ჰერტა’’.

‘‘კორიერე დელო სპორტის’’ ცნობით მილანის ‘‘ინტერი’’ მზადაა 31 წლის ხორვატს დაემშვიდობოს თუ მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს.

პერიშიჩი 2015 წლიდან ‘‘ინტერისთვის’’ თამაშობდა, გასული სეზონი მიუნხენის ‘‘ბაიერნში’’ გაატარა, რომელიც გერმანული კლუბისთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, ჰანს ფლიკის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.

მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები