ჩისკო: ''ჩემი გუნდით ბედნიერი ვარ,  გამარჯვება დავიმსახურეთ''
Aa
Aa

ჩისკო: ''ჩემი გუნდით ბედნიერი ვარ, გამარჯვება დავიმსახურეთ''

თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის „დინამომაც“ დაძლია. ჩისკოს შეგირდებმა სტუმრად უელსური „ქონაჰი“ დაძაბულ ბრძოლაში, 1-0 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა. ჩისკოს კომენტარს ''დინამოს'' პრესსამსახური ავრცელებს: ''თამაშამდე ვიცოდით, რომ კარგ გუნდთან მოგვიწევდა დაპირისპირება. რთული თამაშის მოლოდინი გვქონდა. მეტოქე მთელ მოედანზე პერსონალურად თამაშობდა.

რთულია, როცა ფეხბურთელებს საკმარისი სივრცე არ აქვთ, მაგრამ მინდა ბიჭებს მივულოცო გამარჯვება. მათ ყველაფერი გაიღეს და გაითავისეს, რასაც მათგან ვითხოვდი.

მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას მცდელობას არ ვაკლებდით და საბოლოოდ პენალტი დავიმსახურეთ. ბიჭებმა მშვენივრად ითამაშეს, ჩემი გუნდით ბედნიერი ვარ.

მინდა გამარჯვება ''ლოკომოტივს'' მივულოცო. ქართული ფეხბურთისთვის კლუბების წარმატება მნიშვნელოვანია''.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ფარერის კუნძულების მოქმედ ჩემპიონს, ''კლაკსვიკს'' სტუმრად, 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დღეს გამართული წილისყრით გაირკვა, რომ თუ ''დინამო'' ფარერის კუნძულების წარმომადგენელს დაამარცხებს, ფლეი-ოფში მოლდოვურ ''შერიფსა'' და ირლანდიურ ''დანდოლკს'' შორის გამარჯვებულს სტუმრად შეხვდება. სტუმრად თამაშის მიუხედავად ჩისკოს გუნდს წილისყრაში აშკარად გაუმართლა, რადგან ''ყარაბაღსა'' და ვარშავულ ''ლეგიას'' არ შეხვდება.

ფოტო/ვიდეო: ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები