ჯგუფში მოხვედრა რეალურია ! - დინამოს 2 სავარაუდო მეტოქე ფლეი-ოფში
Aa
Aa

ჯგუფში მოხვედრა რეალურია ! - დინამოს 2 სავარაუდო მეტოქე ფლეი-ოფში

თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის „დინამომაც“ დაძლია. ჩისკოს შეგირდებმა სტუმრად უელსური „ქონაჰი“ დაძაბულ ბრძოლაში, 1-0 დაამარცხეს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ფარერის კუნძულების მოქმედ ჩემპიონს, ''კლაკსვიკს'' სტუმრად, 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დღეს გამართული წილისყრით გაირკვა, რომ თუ ''დინამო'' ფარერის კუნძულების წარმომადგენელს დაამარცხებს, ფლეი-ოფში მოლდოვურ ''შერიფსა'' და ირლანდიურ ''დანდოლკს'' შორის გამარჯვებულს სტუმრად შეხვდება. სტუმრად თამაშის მიუხედავად ჩისკოს გუნდს წილისყრაში აშკარად გაუმართლა, რადგან ''ყარაბაღსა'' და ვარშავულ ''ლეგიას'' არ შეხვდება.

''შერიფი'' - ''დანდოლკის'' წყვილის გარდა ფლეი-ოფში ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები იყვნენ:

ყარაბარი (აზერბაიჯანი)

შერიფი (მოლდოვა) - დანდოლკი (ირლანდია)

ლეგია (პოლონეთი) - დრიტა (კოსოვო)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები