Aa Aa
17 სექტემბერი 2020  |  23:35

ჭიაბრიშვილი: "ამაყი ვარ, ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა"

თბილისის "ლოკომოტივისთვის" ისტორიული დღეა. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისურმა კლუბმა მოსკოვის "დინამოს" 2:1 სძლია. მატჩის შემდეგ "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მედიასთან ისაუბრეს.

ჭიაბრიშვილი: "ასეთი დონის მატჩებზე მღელვარება ყოველთვის არის, რადგან ასეთი დონის შეხვედრების  ჩატარება იშვიათად გვიწევს. ახლა მივდივართ ესპანეთში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ცხადია თანაგუნდელების კომუნიკაცია მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს და უნდა ვიმუშავოთ.სიამაყის გრძნობა მაქვს. მთავარი მიზანი ჯგუფში შესვლაა და იმედი მაქვს ოდესმე ამასაც შევძლებთ. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ჩვენ ევროპისთვის უცნობი გუნდი ვართ. ძალიან მცირე დრო გავიდა, რაც გუნდში ვარ. დიდი მადლობა ლევან კორღალიძეს, რომელმაც გუნდში დიდი სამუშაო გასწია. ნელ-ნელა ხარისხი იმატებს, თავდაჯერება მოდის. "გრანადა" დიდი გამოცდილების გუნდია და ცხადია წარმატება რთული იქნება. ამაზე დიდი გამოწვევა რა უნდა იყოს. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. პრემიები? ამ სიხარულზე დიდი პრემია არ არსებობს, რასაც ხალხისგან ვგრძნობთ და რასაც განვიცდით. ჯერ ეიფორიაში ვარ. ჩემს თავს ვუყურებ და ვხვდები, რომ სადღაც სხვაგან ვარ.

ვფიქრობ საჩხერის "ჩიხურასთან" თამაში არ უნდა გადაიდოს. ჩემგან არაკორექტული იქნება მათ თამაშის გადადების შესახებ მივმართო. ჩვენ გვაქვს რესურსი და გვყავს მოთამაშეები, რომლებიც სასტარტოში ვერ ხვდებიან და მცირე სათამაშო დრო აქვთ, ისინი "ჩიხურასთან" ითამაშებენ".

ირაკლი სიხარულიძე: "ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ გამარჯვებაში დიდი შრომა ჩაიდო. გუნდში ბევრი პიროვნებაა, რომელთაც ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მთავარი მწვრთნელისგან დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გვქონდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა"..

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივი" შემდეგ ეტაპზე ესპანურ გრანადას დაუპირისპირდება. შეხვედრა ესპანეთში 24 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში