Aa
Aa

შეთანხმება შედგა: ბეილი ტოტენჰემში ბრუნდება

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ „რეალსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გარეტ ბეილის იჯარის თაობაზე შეთანხმება შედგა და უელსელი უახლოეს პერიოდში „დეზებს“ შეუერთდება.

ამ ინფორმაციას ესპანური ტელეარხი, Movistar+-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ 31 წლის შემტევმა „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც „ბლანკოსმა“ გარიგებას მწვანე შუქი აუნთო.

საგულისხმოა ისიც, რომ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა Standard-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერი პრაქტიკულად დასრულებულია და უელსელი შესაძლოა, ლონდონში დღესვე გაფრინდეს.

Daily Mail-ის ცნობით, გარეტი ხელფასის სახით 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს და თანხის ნაწილს „სამეფო კლუბი“ დაფარავს. ამ ეტაპზე უცნობია ბეილის გადასვლას „ტოტენჰემი“ ოფიციალურად როდის დაადასტურებს, თუმცა სავარაუდოდ, ეს რამდენიმე ფორმალური საკითხის მოგვარების შემდეგ მოხდება.

გარიგებაში სხვა ფეხბურთელები არ არიან ჩართულნი და უელსელის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ჟოზე მოურინიო გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები