ჩისკო: ''გუნდში კარგი განწყობაა, გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ''
Aa
Aa

ჩისკო: ''გუნდში კარგი განწყობაა, გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ''

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, თბილისის „დინამოს“ მეტოქეს, „ქონაჰს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. უელსური კლუბი საქართველოს ჩემპიონთან შეხვედრას 14 ფეხბურთელით ხვდება. მეტოქის სამი ფეხბურთელი კორონავირუსით ინფიცირებულია. ამ ფაქტორის მიუხედავად მატჩი გაიმართება.

თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურმა მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ''ვალენსიას'' ექს-შემტევი მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობს.

ჩისკო: ''გუნდში კარგი განწყობა და კარგი ატმოსფეროა. შესანიშნავ ადგილზე ვცხოვრობთ. იოლი მატჩი არ გველის, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმუმს გავიღებთ. ვფიქრობ, ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა. ისინი შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ.

მეტოქე შევისწავლეთ. მეტოქეს ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების კუთხით პლუსები აქვს.

ჩემი გუნდის ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება.

ევროპულ ტურნირზე გამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულია. მახსოვს ''დინამოში'' თამაშისას უელსში წავაგეთ, მაგრამ თბილისში მოვიგეთ. იმედი მაქვს ახლა უელსში გამარჯვებას შევძლებთ''.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 17 სექტემბერსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო/ვიდეო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები