Aa Aa
17 სექტემბერი 2020  |  10:06

„ვნახოთ რა მოხდება" - კუმანმა სუარესზე ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა „ჟირონასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, ლუის სუარესის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტი „ელ პისტოლეროს“ შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა:

„ლუისს დღეს დილით ვესაუბრე. ჩვენ დაველოდებით და ვნახავთ, გაუჩნდება თუ არა სუარესს კლუბიდან წასვლის შანსი. ბარსელონა მოთამაშეთა კონტრაქტებს პატივს სცემს და თავიდანვე ვამბობდით, რომ თუ ლუისი კამპ ნოუზე დარჩებოდა, იგი გუნდის ნაწილი გახდებოდა და ისეთივე ფეხბურთელი იქნებოდა, როგორიც სხვები არიან“.

რამდენიმე დღის წინ, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ სუარესის „ბარსაში“ დარჩენის შემთხვევაში, „ბლაუგრანა“ მზად იყო ვეტერანი თავდამსხმელი კონტრაქტის ამოწურვამდე დაეტოვებინა, მისთვის ხელფასიც გადაეხადა, მაგრამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ სუარესს „იუვენტუსს“, „ატლეტიკოსა“ და „აიაქსს“ უკავშირებდნენ, თუმცა იწერება, რომ სამივე ვარიანტი გამოირიცხა და კატალონიური გამოცემების ცნობით, დიდი შანსია, „ელ პისტოლერო“ „კამპ ნოუზე“ დარჩეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში