Aa
Aa

კორონავირუსის 3 შემთხვევა - დინამოს მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, თბილისის „დინამოს“ მეტოქეს, „ქონაჰს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. უელსური კლუბი საქართველოს ჩემპიონთან შეხვედრას 14 ფეხბურთელით ხვდება.

„ქონაჰის“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამშაბათს ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბის წევრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა კორონავირუსის დასადგენი სავალდებულო ტესტები ჩაიტარეს. ტესტირების შედეგად Covid-19 სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა. ერთს კი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

ინფიცირებულები მაშინვე თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ისინი „დინამოსთან“ მატჩში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარებიან. მათ გარდა, ტრავმის გამო თბილისელებან შეხვედრას კიდევ ორი მოთამაშე გამოტოვებს

„ქონაჰის“ მესვეურებმა უელსის ჯანდაცვის ორგანოს, უეფასა და უელსის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებთან კონსულტაცია გაიარეს და საბოლოოდ, მოედანზე გასვლის უფლება მიიღეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბისთვის საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ 14 ფეხბურთელით თამაში ურთულესი ამოცანა იქნება, მაგრამ ისინი წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 17 სექტემბერსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები