Aa Aa
15 სექტემბერი 2020  |  15:52

სანჩო დორტმუნდში რჩება - მან. იუნაიტედი ბეილზე გადაერთო

ბრიტანული მედიის ცნობით ‘‘მანჩესტერ იუნაიტედი’’ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას ასრულებს, ინგლისელი ‘‘დორტმუნდში’’ რჩება, რასაც გერმანული კლუბის ხელმძღვანელის, სებასტიან კელის კომენტარიც ადასტურებს. მისი თქმით სანჩო მიმდინარე სეზონს ‘‘დორტმუნდში’’ გაატარებს.

სანჩოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ‘‘მანჩესტერ იუნაიტედი’’ გარეტ ბეილის იჯარით დამატებას გეგმავს. ‘‘წითელი ეშმაკების’’ ხელმძღვანელები უელსელის თაობაზე მადრიდული კლუბის მიმართ წინადადებას ამზადებენ. ‘‘სამეფო კლუბში’’ უპირატესობას ბეილის გაყიდვას ანიჭებენ, თუმცა ინგლისური კლუბი მზადაა ბეილის ტრანსფერის ყველა შესაძლებლობა განიხილოს.

ბეილი ‘‘რეალში’’ კვირაში 650 000 ფუნტ სტერლინგს იღებს, რაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ‘‘ოლდ ტრაფორდზე’’ ფიქრობენ, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით ხელფასის ერთ ნაწილს ‘‘რეალი’’ გადაიხდის, მეორე ნაწილს კი - მან. იუნაიტედი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში