არანაირი ლაუტარო, ყველაფერი ჭორია - რეალმა მარტინესის ტრანსფერი უარყო
Aa
Aa

არანაირი ლაუტარო, ყველაფერი ჭორია - რეალმა მარტინესის ტრანსფერი უარყო

დღეს Sport mediaset-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი" ლაუტარო მარტინესს შეუთანხმდა და 100 მილიონის სანაცვლოდ არგენტინელი "სამეფო კლუბში" ითამაშებს.

ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ცნობილი გამოცემა ABC გვამცნობს, რომ "სამეფო კლუბმა" ლაუტაროს ტრანსფერთან დაკავშირებით ყველანაირი ჭორი უარყო.

ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

23 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენია. ყველაზე აქტიურად მის მიმართ ინტერესს კატალონიის "ბარსელონა" იჩენს. ასევე ცნობილია მესისა და მარტინესის კარგი ურთიერთობის შესახებ და რთულად სავარაუდო იყო, რომ არგენტინელი მადრიდის "რეალში" წავიდოდა.

საბოლოო ჯამში როგორც უკვე მოგახსენეთ Sport mediaset-ის გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ახალგაზრდა ფეხბურთელი "ნერაძურის" საკუთრებაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა 19 სექტემბერს განახლდება. "ინტერი" კი თავის პირველ შეხვედრას 26 სექტემბერს, შინ "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები