Aa
Aa

"ის რჩება" - ლუსიან ფავრმა სანჩოს საკითხს წერტილი დაუსვა

სპორტული გამოცემა "დეილი მეილი" ჯეიდონ სანჩოსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ "დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ლუსიან ფავრმა ჟურნალისტებს ახალგაზრდა შემტევთან დაკავშირებით ახალი ამბავი ამცნო.

"ის რჩება. ჯეიდონი ჩვენ გვჭირდება და მისი დარჩენით ყველა ბედნიერები ვართ. მასზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის. ინგლისელი საოცარი ფეხბურთელია. იტანს ბევრ გოლს და ერთი მოქმედებით მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

არსებობს დეტალები, რომლებიც მან უნდა დახვეწოს, მაგრამ ეს 20 წლის ასაკის ფეხბურთელისთვის ნორმალური მოვლენაა. სამომავლოდ მოხარული ვიქნები თუ სანჩოსნაირი ბევრი ფეხბურთელი გვეყოლება. ძალიან მომწონს მისი ტექნიკა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი." - განაცხადა ფავრმა

როგორც ცნობილია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს სანჩოს ყიდვა ბევრ კლუბს სურდა. ყველაზე დიდ აქტიურობას "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენდა, მაგრამ როგორც ჩანს ინგლისელი მომავალ სეზონში "დორტმუნდის ბორუსიას" ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ,რომ ჯეიდონ სანჩო გერმანულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 99 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები