Aa
Aa

"ამის დავიწყება ძალიან გამიჭირდება" - ვარანმა სიტისთან დაპირისპირება გაიხსენა

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა რაფაელ ფარანმა "ბეინ სპორტთან" საუბრისას ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაიხსენა, სადაც "ბლანკოსი" "მანჩესტერ სიტისთან" 2:1 დამარცხდა. ორივე გოლი კი რაფაელ ვარანის გამო გავიდა.

"ის მატჩი კარგ მოგონებად ნამდვილად არ დარჩება. გუნდი გავწირე და ამის დავიწყება ძალიან გამიჭირდება. მატჩის შემდეგ პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე, რადგან გუნდმა ჩემი შეცდომების გამო წააგო.

მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და მაქსიმალურად უნდა ვეცადო ის მატჩი დავივიწყო. არ მაქვს უფლება, რომ ერთ ადგილზე გავჩერდე. წინსვლა უნდა გავაგრძელო და ახალი სეზონისთვის მოვემზადო. ვაღიარებ, რომ აგვისტოს უკანასკნელი დღეები ჩემთვის საკმაოდ რთული იყო.

რამოსის გვერდით თამაში კომფორტულია და როდესაც ის მინდორზე არ არის დიდ დანაკლისს ვგრძნობ. ჩვენი საფეხბურთო შესაძლებლობები ერთმანეთისას ავსებს და საბოლოო ჯამში მე და სერხიო შესანიშნავ დუეტს ვქმნით. მისი წასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამიჭირდება, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ლიდერის თვისებები გამოვავლინო." - განაცხადა ვარანმა

ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი "სამეფო კლუბის" მე-4 კაპიტანია. რაფაელი "რეალში" 2011 წელს ზინედინ ზიდანის რეკომენდაციით მოხვდა და სულ მალე გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდა. 9 წლის მანძილზე ვარანმა 319 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები