89 მილიონიანი შეთავაზება - სიტის ხიმენესი სურს
Aa
Aa

89 მილიონიანი შეთავაზება - სიტის ხიმენესი სურს

"მანჩესტერ სიტიმ" "ატლეტიკოს" ზღაპრული წინადადებით მიმართა. "ქალაქელებს" "როხიბლანკოს" მცველის ხოსე ხიმენესის შეძენა სურთ. ინფორმაციას სპორტული გამოცემა AS ადასტურებს.

არაბმა შეიხმა მადრიდელებს ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 89 მილიონი ევრო შესთავაზა. ხიმენესის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონია და "ატლეტიკოს" სწორედ ამ რაოდენობის ფულის მიღება სურს. 

"სიტის" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ ბონუსის სახით 5 მილიონი ევროს დამატება შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას მადრიდელებმა მანჩესტერელთა 70 მილიონიანი წინადადება დაბლოკეს.

როგორც ირკვევა კლუბს ხიმენესის გაშვება არ სურს, მაგრამ გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, ურუგვაელი "ქალაქელების" ფეხბურთელი გახდება. გუარდიოლას კი დაცვის ცენტრის გაძლიერება ძალიან უნდა. ბოლო წლების განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა, მცველების ყიდვაში დაახლოებით 500 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ პეპმა იდეალური სისტემა ჯერჯერობით ვერ ააწყო.

ხოსე "ატლეტიკოსთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. 25 წლის მცველი "როხიბლანკოში" 2013 წლის შემდეგ ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 191 შეხვედრის ჩატარება და 9 გოლის გატანა მოასწრო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები